სიზმრად გხედავ, გულში მეკვრი, და ალერსი შენი წმინდა სულით მალხენს, დამტიტინებს, დედა მიყვარს, დედა მინდა! შავი ფიქრი სისხლს მიყინავს: შენი სუნთქვა აღარ მესმის... ჩემთან ახლოს აღარ გძინავს!.. აწუხებდეს რამე სევდა? ნუ მოიწყენ უჩემობით, გენაცვალოს შენი დედა! შენთვის ვიკრებ ღონეს, ძალას... ჩემოგიტან წითელ ბურთებს და ლურჯთვალა დედოფალას. |
ლექსები დედაზე • • • ![]() |