1
ერთხელ კერაზე ცეცხლი ამღერდა. მე გამიკვირდა ცეცხლის გალობა: ერთ მტკაველ მიწას ვინ დააბღერტა ამდენი მადლი და ცის წყალობა! ცეცხლი ვარდივით ფოთლებს არხევდა: ეხლა ამოველ მშობელ მიწიდან, წინაპართ ძვლების ბნელ სამარხიდან. ყაყაჩოსავით ამოწვერილი. მამა-პაპათა საფლავებიდან ამოვიტანე თქვენთვის წერილი... სურნელოვანი ფიჭვის ნაპობი. მე ყურს ვუგდებდი და მე მჯეროდა ცეცხლის ნამღერი და ნაამბობი: თუ გსურთ ქვეყნისთვის გახდეთ უკვდავი: სამშობლოს ცაზე მზე დაიცავით, მშობელ მიწაზე - კერა მბჟუტავი. შეხედავს ზეცას, გაეცინება, თქვენი გულიც ხომ იმ მზით ამაყობს, თქვენს კერას ციდან რომ ეფინება! და თქვენი კერაც მზის ნაწილია. მზის ალი ბუდობს წმინდა ნაცარში, შიგ მზის სხივები ჩალეწილია. პატარა ალი დაეცა მიწას. ცეცხლს შემოვავლეთ ირგვლივ კედელი, - მას შემდეგ ქართლი თვის კერას იცავს. ერთი წუთითაც არ სძინებია. თბილი დავტროვეთ კერა ქართული, თქვენც ნურასოდეს გაგცივებიათ! და ძველთაგანაც ნაამბობია, რომ ვისაც კერა ჩანაცრებია, მას მისი წილი მზეც ჩაქრობია. გამქრალა მისი წუთისოფელი. კერის გაქრობა ვინც აირიდა, მზეც მას უნათებს გაუქრობელი... ალმოდებული ფიჭის ნაპობი. მე ყურს ვუგდებდი და მე მჯეროდა ცეცხლის ნამღერი და ნაამბობი.
2
ქართლის ცხოვრების გმირულ წიგნს გავშლი, - წინ მიდევს, როგორც ძველი ბიბლია, გავხედავ წარსულს: ცეცხლსა და ქარში, ო, რა დიდი გზა გამოგვივლია! ჩვენს ნათელ დღემდე გადოსროლილი, მუდამ ბრძოლათა ნაპერწკლებს ჰყრიდა, ღრუბელზე გაკრულ ელვის ზოლივით. წაიღოს მგზავრმა ხელმოფარებით, ისე მოგვქონდა კერის ნათელი, და ზუზუნებდნენ ირგვლივ ქარები. კერას ვიცავდით ამ სისხლის ფასად. მამა-პაპათა სამკვიდროს გარეთ ჩვენ არ გვინდოდა სიცოცხლე არსად. ან ჩვენს მაღალ მთებს თუ აგონდებათ, ეს ვაჟკაცობა როგორ გვასწავლეს, ეს სიყვარული როგორ გროვდება!..
3
ჩვენ გვიყვარს ჩვენი კერის ნაცარი, როგორც წარსულის ძვირფასი კვალი. ჩვენ გვიყვარს მიწის გულში რაც არი ჩვენი სიცოცხლის ფერფლი და ძვალი, ყოველი ბელტი მშობელი მიწის, რადგან ამ მიწის უბრალო მტვერიც წინაპართ სისხლის ნათელში იწვის. დილის ნიავით აყრილი ნისლი, წითელ ყვავილებს ამოაქვთ ზევით მიწის გულიდან ეს ძველი სისხლი, - ხალხი ისმენდეს წინაპართ ძახილს და ყოველ დილით ნიშანს ხედავდეს: იმათ სისხლ-წვეთებს, მიწაზე დაყრილს.
4
ჩვენს გმირულ წარსულს ჩვენ არ ვუჩივით, თუმც ის მუდმივი იყო ხანძარი. ვხეადვთ - ანთია ვარდის ბუჩქივით ჩვენი კერა და ბრწყინავს ნაცარი. რაც საქართველოს გამოუვლია. ამ გზას რომ ბრძოლის მოსდევს საყვირი, ეს ხომ გმირული ქართლის გულია! გულს უფრო ემტი ალი სწყუროდა. ქალდუს მთა-ბარი ბნელს მოარღვევდა, რომ ქართლის ზეცა გადმოჰხუროდა. სიკვდილის აჩრდილს გადავასწარით. ანთია ცეცხლი ვარდის ბუჩქივით, ოქროს მტვერივით ბრწყინავს ნაცარი.
5
ჩვენ სიმხურვალე მშობლიურ კერის მოგვიტანია იმ წარსულიდან, როცა ქართველთა წინაპარ ერის აკვანს ხეთური მზე გარს უვლიდა. და ჰგავდა არწივს დისკო ფრთიანი. იყო ზამთარი, იყო ზაფხული და მიწაც იყო დოვლათიანი. იწვა გველივით უდაბნო იქვე. გადაუვლიდა გრიგალი თავზე და ემხობოდა სიცოცხლე პირქვე. და თბილ ნაცარში ქვიშას ურევდა, ილეწებოდა გალავნის კარი, ქარი ყველაფერს ანადგურებდა. სულ ენთო კერა ძველ წინაპართა, და მზე ფრთიანი ბრწყინავდა ცაში ტორებზე შემდგარ ლომის ფაფართან.
6
შორეულ დროთა იმ ბნელ ღამეში გაუძლო ხალხმა სისხლიან ომებს. ღმუოდნენ მხეცნი, და გილგამეში ებრძოდა ყვითელ უდაბნოს ლომებს. კერის ნათელი სწვდებოდა ცამდე, კაცს მიწის სითბო მიჰქოდნა ღმერთთან, მიწის ყვავილნი ცის სითბოს სვამდნენ. და ქარისხლისგან იცავდა კერას. ებრძოდა ღამეს, უდაბნოს აფთარს და სისხლისათვის მოფრენილ ძერას. ღვივოდა კერა ძველ წინაპართა, მზე-კი ხან ციურ ვერძთან ბრწყინავდა, ხან ციურ ლომის ოქროს ფაფართან.
7
ასე ბრუნავდა გზა მეწამული, ზოდიაქოთა უცვლელ რკალივით, და თან მოჰქონდა ჩვენი მამული ნაომარი და ნაგრიგალევი. ხალხიც იმედით მას შეჰყურებდა, ენთო მღვიმეში, ქოხში, ყანაში, ან სადმე გზაში დამდგარ ურემთან. საუკუნეთა ულმობელ ქარებს, ენთო უნათლეს სხივთა მხმობელი და ანათებდა მშობლიურ მხარეს.
8
შემდეგ ამ კერას შუქი ემატა დავითისა და თამარის დროთა, და რაც სინათლე ზეცას ემართა, გადაგვიხადა მზიურმა შოთამ. ბევრი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ. წარსულში დარჩა მკაცრი ზამთარი, ჩვენ გაზაფხულის მზეს ვეზიარეთ. როგორ დაადგა გვირგვიი სხივის, როგორ ჩაერთო მყინვარის ჟღერა ციდან ხეთური არწივის ყივილს.
9
მაგრამ კვლავ აღსდგა უდაბნო ძველი და ქართლის კერის ჩაქრობა სცადა. კვლავ შემოგვენთო ის ცეცხლი მწველი, დასაბამითგან ჩვენს გულს რომ სწვავდა. გამოეღვიძა მყინვარზე ელვას. მოუახლოვდა უმსგავსი სვავი სამშობლოს მთების უწმინდეს მწვერვალს, - ათასწლოვანი ყინულის ბროლი, მხოლოდ ვარსკვლავთა, თოვლიან ქართა და მთის არწივთა გადანაქროლი. ყაჩაღთა ურდო დაუდეგარი, მაგრამ მკვლელებმა ვერ გაიხარეს, ვერ გაანგრიეს ჩვენი კლდე-კარი. ვერ მოისხივეს ცა ნარისხვალი, აქ გილგამეშის დროინდელ აფთრებს წინ შეაგება სტალინმა ხმალი. მოსტეხა ფრთები სისხლიან ძერას, შეგვინარჩუნა ფრთიანი მზეც და შეგვინარჩუნა ნათელი კერაც. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |