სად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო!
და გაჰკივის მთა და ველში, ტკბილსა ხმასა ცაში ჰკარგავს და სევდისას - შავს ქვესკნელში,
გარს ეხვევა, ვითა ძმა ძმას და შენი კვნესით მაგონებს საქართველოს მწარე მოთქმას:
ხან თურქები აოხრებენ, ხან სკვითები, დროს შერჩევით, მყუდროებას უშფოთებენ!
მტირალო, არსაამურო, რად მსურს შენი ხმა ვისმინო და ქართვლის ბედს მოვემდურო?!
სანუგეშოდ მიჰფრენს აღმა და ჩემთ გიჟთა ოცნებათა ხარბად ინთქავს უფსკრული ღრმა,
წარმოვიდგენ მაშინ ქართველს: მტერს შეჰყვირის: “ჰკა მაგასა!” გამოსული ბრძოლისა ველს.
ტკბილხმოვანო, საამურო, აროდეს არ მომყირჭდება, ძალგიძს მუდამ მომაწყურო!
ქართველის გულს ამით ალხენ, ხასიათს და ჩვეულებას წინაპართა გვაგონებ ჩვენ.
გრძნობით მსტვენო, საამურო. აღარავინ გიგდებს დღეს ყურს, სჯობს, ისევ მწყემსს ემსახურო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |