გაჭაღარავდა ოჯახის მამა, ვაი, რა უდროოდ გაჭაღარავდა, დაპატარავდა ოჯახის მამა, შვილების თვალწინ დაპატარავდა.
სულში ეს ლექსიც რა ცივად ბარდნის, გადის სახლიდან ოჯახის დედა, ზურგზე ვეება ცარიელ ჩანთით, ან გასატანი რა შეგვრჩა იქით! მოივლის ჰინდოს, მოივლის მისრეთს, მოუტანს ქმარ-შვილს ჭრელჭრულა ჭინჭებს...
აუყვავილდა ხელებზე ფითრი, როდემდე, ნეტა, თქმა უნდა ამას - სრისოს ხელუქმი დღეების ზინთი... სხეულს ხომ უკვე ფარავს და ფარავს, ახლა შიგ სულში მოცოცავს ფითრი!
ვაი, რა უდროოდ გაჭაღარავდა, დაპატარავდა ოჯახის მამა, და საქართველოც დაპატარავდა. |