კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

არ დაგლოცო, ისე როგორ გაგიშვა, 

შენ, კაცობის განუყრელო მხლებელო, 

ვინ გამიგებს სიხარულს თუ კაეშანს 

შენზე უკეთ, ჩემო მასწავლებელო!


გზაზე, როცა შემომხვდები მხარგაშლით, 

კვლავ დამტუქსე, გევედრები ძალიან, 

მაგ შევერცხლილ თმების კორიანტელში

ერთი თეთრი იქნებ ჩემი ბრალია...


არ დაგლოცო, ისე როგორ გაგიშვა 

ნუღარ მეტყვი: ახლა არა მცალია, 

ნათელ შუბლზე ხაზები რომ გაგიჩნდა, 

ერთი ხაზი იქნებ ჩემი ბრალია...


შენ სათვალეს არ ხმარობდი აქამდე, 

ფიქრობდი და შორს ხედავდი ძალიან,

ნაზ თვალებში ცოტა შუქი დაგაკლდა, 

მაგ ცოდვაშიც იქნებ ჩემი ბრალია...


თუ ზამთარში ჩემს სულს შენ იფარავდი, 

თუკი სუსხში რამე გადამრჩენია, 

გრძნობა წრფელი, გრძნობა დაუსაბამო, 

ყველაფერი, ყველაფერი შენია.


არ დაგლოცო, ისე როგორ გაგიშვა

შენ, კაცობის განუყრელო მხლებელო,

ვინ გამიგებს სიხარულს თუ კაეშანს, 

ჩემო ღმერთო, ჩემო მასწავლებელო!..

მსგავსი თემები