მიწას მოუნდა ღრუბლების დაშლა, მზე ძირს ჩამოწვა ლანქერად, ზვავად, დღემ ჰამლეტივით აიღო დაშნა ღამის მარშრუტის მოსახატავად. მიწავ, ეს გულში ამოითხარე: არ არის ქვეყნად, ტფილისის გარდა, სხვა უფრო მძაფრი და ნაზი მხარე. ბედნიერი ვარ, თამამი მაშინ, გულში ვიხუტებ: პოეტებს, მხედრებს, - რომ ბედთან უფრო ვიგრძნო თამაში... ლაშა გიორგიმ ფრთა გადამიწვა, დამაცოხნინე რძე მაგ ძუძუდან ოი; ტფილისის დედაო მიწავ! მიწა გამსკდარი, ცა მონაღრუბლი, და პოეზიაც ისე მიცქერის, როგორც ილიას დაჭრილი შუბლი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |