იყო ტფილისი, ძველ ტფილისელებს ჰქონდათ ყაბახი - წარსულს ჩაჰბარდა; ჰქონდათ სალაყბო ძველ ტფილისელებს, ლამაზ კნეინებს ეცვათ ხაბარდა. თავადიშვილი უკრავდა თარზე. წყობილ შაირით აქებდნენ ქალებს. გამარჯვებული ლეკზე, თათარზე, მხედართსარდალი სწერს მადრიგალებს... მაგრამ ეს ლხენა და აღმაფრენა გულს ახარებდა მხოლოდ რჩეულთა და იყო კიდევ მეორე ფენა.... |