ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული, ჩამორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული; ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული. მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა, ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი. ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, - აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |