შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი, - მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ.
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად - გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა.
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს - მიხვდები ასე ანდამატივით რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას, და რატომ ვცდილობ ამიერიდან ასე თამამად წარსულის ხილვას.
სადღაა ეშხი და სილამაზე! არ სჩანს ურემი მოჩარდახული ღამისმთევლები ბოლნისის გზაზე.
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი, - ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!
ეს ადათები ძველთაგან ძველი გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს. აი, აფეთქდა აისი ნაღმად. აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.
რომ შორეული ჰანგი მომფინოს - მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს, ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ, ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი. აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი... ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.
ვეღარ შეგაქებ... არ მაქვს უნარი... მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად დარჩები მუდამ გაუხუნარი.
აღარ მაქვს, გულში რომ გინახავდი... გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები... ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |