ჩურჩულად მოჰყვა წლებს თბილი სიო ლამაზ ლეგენდად რომ მოისმინო, სთქვა მან - აშენდეს აქ თბილისიო და დაეწია ხოხობს მიმინო.
ცოდვილთა ზრახვებს დრო მტვერს აყრიდა, ვერ დაგაჩოქეს, თუმც ბევრს ეწადა, თუმცა მრავალმა უღვთოდ გაგყიდა.
ბეჭედიაო ალმასიანი, აქ იწყებოდა ჩვენი მარაბდა, ჩვენი დიდგორი და ბასიანი.
შურთ! შურის ციხე გედგა მძლე ფარად, აქ მზეჭაბუკი მზეს გაურიგეს, აქ აბო სინდისს გადაეფარა.
ხან იყო დრო ხსნის, ხან არგამოხსნის, აქ იწყებოდა სამშობლო მგოსნის, შემქმნელის დიდი "ვეფხისტყაოსნის’’.
ასიათასი ქართველის სული, დრომ დაიწონა სულ მისხალ-მისხალ სიკეთე, შენში დაბუდებული...
მიკვირს, სიქველეს როგორ ვუთავსებთ, აქ - წიწამურთან მოკლეს ილია, ერის ტკივილით და დარდით სავსე.
ხმლით ქართვლის დედა თასს ხომ გვაწვდიდა, ზეობს სიცოცხლე და თბილისია წმინდა ბარი და წმინდა მთაწმინდა.
ლამაზ ლეგენდად რომ მოისმინო, ღმერთმა: აშენდეს აქ თბილისიო და დაეწია ხოხობს მიმინო. |