საოცარია ქუჩების ბედი... ქუჩების ბედი კაცის ბედს მოგავს. ქალაქში ქუჩა კაცივით შედის, კაცის გულივით სუნთქავს და ბორგავს.
ფიქრობს ხვალისთვის, კაცივით ღელავს, ზრუნვს სიგრძისთვის და სიგანისთვის ქუჩა პატარა და თითისხელა...
გამოჯავრებით იწევენ მაღლა, მაგრამ უჩინარ ძალის ბრძანებით დიდი ქალაქის მოიწევს ტალღა.
და ღელავს ქუჩა ძლიერი, სუსტიც. ღელავს და მიდის, თუმც კარგად იცის - დიდ შესახვევთან სიკვდილი უცდის.
იგებს ქვაფენილს, იშენებს სახლებს, სამარადჟამოდ და სამახსოვროდ უკვდავი კაცის დაირქმევს სახელს.
დასაბამიდან ერთმნეთს მოჰგვს. კაციც ცხოვრებას იწყებს იმედით, ხვალის იმედით სუნთქავს და ბორგავს.
ფიქრობს ხვალითვის, დადის და ღელავს, ზრუნავს სიგრძისთვის და სიგანისთვის კაცი ქონდარა და თითისხელა.
ჩამოკაწრულიკედლები სტკივათ, უღირს წარწერებს რისხვით ბზარავენ, იშმუშნებიან და ფერფლად სცვივათ.
იცავენ მკერდით და იფარავენ წინაპართ ანდერძს და დანაბარებს - ცხრამუხას, ცხრა ძმას, სამას არაგველს.
მხოლოდ უჩრდილოს და შეუბღალავს, გვარებს - უთუოს და უთუმცაოს, რომ მათთან ერთად იცოცხლონ ხვალაც.
არის ქუჩები.. მათი სახელი, მათი ხსენება უცებ მაღელვებს, და თითქოს ვხედავ, სულ ახლოს ვხედავ, ხელით ვეხებ ძვირფას სახელებს.
და მის მშვენიერ ხეთა ჩრდილებში არაგვის ჩქეფა მომესმის მარად - მის სიმწვანეში, მის სიგრილეში.
დაბადებიდან მისი მზე მწვავდა, ვეტრფი მის ჰაერს, მიწის ფერს, ცის ფერს, სულში ვაგროვებ მის დარს და ავდარს.
ვერ შევისწავლე მე მისგან ერთიც, მე დამამუნჯა სიმღერამ მისმა და ლექსებს უხმო დუდუნით ვწერდი...
ბევრი ვიცადე და განვიცადე, დროა იცოდეს, რომ ვარ და ვიყავ მის სიყვარულში მართალი ცამდე.
ისმის დუდუნი დაუდუმარი, თბილისის კართან მოსულა ერთად ყველა სოფელი, როგორც სტუმარი.
თბლისის კართან ნაბიჯს იყოვნებს, არის სტუმარიც და მასპინძელიც, თბილისის ციხეც და მეციხოვნეც.
მოიჩქარიან ხელგაშლილები, და საქართველოს მაღალ ხეების აქ შრიალებენ გრილი ჩრდილები.
უნგრევი ბუდე და მისი ერდო, მისი საბადო და საიმედო, საქართლ-კახეთო, საიმერეთო.
სვანური კოშკის, გურულ ოდის და საქართველოს მთებიდან ოდით ყველა მდინარე თბილისში მოდის.
საქართველოს ფუძევ და დედავ, სიტყვას გიბედავ, გული მაქვს ღია, ვბედავ და მაინც ვერ გამიბედავს, ისე დავბერდი, არ შემიქია -
ავლევისა და ალვანის ქუჩა, ანანურის და ანაგის ქუჩა, არგვეთისა და არმაზის ქუჩა.
ქუჩა ვარციხის და ბაკურციხის - ყველა კუთხის და ხევის სახელით თბილისის მკერდზე დგანან ბურჯივით.
შემღერებულან ვით მაყრიონი - ბოდბის, ბოლნისის, ბორბალოს ქუჩა, ბახვი, ბახმარო და ბახტრიონი.
გომი, გომბორი და გომარეთი, დგანან ქუჩები გალის, გალავნის და ცოცხლდებიან ნაგომარები.
ნათელ ქუჩათა მოდგა ჯარები, გუდამაყრისა და გუდარეხის, გურჯაანისა და გუჯარეთის.
დარიალის და დარკვეთის ზეცამ, ვაზიანის და ვაშლოვნის ზეცამ, ვარძიისა და ვარციხის ზეცამ.
რამ დამავიწყოს ვეძინის ქუჩა? რამ დამავიწყოს მცხეთის, მესხეთის, ზედაზნისა და ზეკარის ქუჩა!
ლამაზი ქუჩა, დადიანივით. თბილისში მუდამ იჩქეფს და ივლის ქუჩები თერგის, ენგურის, ივრის.
ნაფარეული და ნაქერალა, საირმისა და სალხინოს ქუჩა, სამთავისის და სამშვილდის ქუჩა.
უწერისა და უჯარმის ქუჩა. ფარავნის და ფასანაურის, ქობულეთის და ქარელის ქუჩა;
შავნაბადის და შავი ზღვის ქუჩა, ჩოხატაურის და ჩარგლის ქუჩა, ცემის ქუჩა და ცაიშის ქუჩა;
ჭოპორტისა და ჭოროხის ქუჩა, ხიდისთავის და ხვანჭკარის ქუჩა, ხევსურეთის და ხრესილის ქუჩა...
ჩვენი სიმაღლის, მხარ-ბეჭის, განის, ჩემი თვალადის და შენი ხონის ჩემი თვალადის და შენი რგანის.
ჩემი თვალადის, შენი ყაზბეგის, კარდანახისა და მაჩხაანის, ჩემი თვალადის და შენი ეკის.
ჩემი თვალადის, შენი მულახის, ჩემი თვალადის და შენი ზანის, ჩემი თვალადის და შენი ბახვის.
ვიბრძვით და ვდაობთ, ერთმანეთს შურსაც ვამჩნევთ სახეზე. დუმილით გვიმზერს ქვა საჯილდაო და უკვდავების ეშხით გვაქეზებს.
თბილისი არის რუსთველის დედა... და თუ სიმღერას ჩვენ მაინც ვბედავთ - თვითონ გვაქეზებს, იცოდეს ღმერთმა!
მან იცის ჩვენი მიზანი წმინდა: ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს მისი და საქართველოს სიცოცხლე გვინდა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |