ძველი თბილისი ისევ მიგონებს, ნისლივით ჩნდება დარდი, - ერთ დროს პირველი მეფაიტონე ქუჩაში ფეხით დადის...
გულო, გაუძელ ტკივილს, - წვიმა მოსულა, არვის ეგონოს, გაყიდულ არღანს ვტირი.
რაღაც მინდოდა მეთქვა... ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე, რატომ მოვედი თქვენთან...
რატომ არაფერს მეტყვით... სად მიმაქროლებს ჭენებ-ჭენებით წუთისოფელის ეტლი?!
მშვიდად ვისტუმრებ ვალებს... უკანასკნელი სიმღერის ფასად უკანასკნელად დავლევ...
დარდის გუდურა გრილი... უკანასკნელი ყარაჩოღელი ემშვიდობება თბილისს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |