ეს დილა ელავს, როგორც ლამპარი, ქარმა ფიქრები ისევ დაშალა. დახავსებული დგას ავლაბარი და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა.
საით მიგყავარ, ბედო, მურდალო. ახლა შორიდან ხომ ძვირფასია ჩვენი დიდუბე და საბურთალო.
თუმცა გარშემო გრიგალი მივლის. ისევ ფრიალებს სასახლის დროშა და ვერის ხიდთან აბოლებს მილი.
შორს მიჰქრის სული მოუსვენარი. ახლა შორიდან უფრო კარგია მუხრანის ხიდი და არსენალი.
ჩნდება ახალი ფიქრის ლანდები. მტკვარის გადაღმა ისევ მთებია და მთების აქეთ ნაძალადევი.
ქარმა ფიქრები ისევ დაშალა. დახავსებული დგას ავლაბარი და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |