მე მთაწმინდაზე ავდივარ დილით, დიდ პანთეონის შევდგები კართან... დავხედავ ქვევით დავარდნილ ტფილისს და მხიბლავს მჩატე ფიფქების ბარდნა.
დამაჩერდება ცამდე მაღალი... შემომხვდებიან დიდი მგოსნები - მკერდს დაფენილი თეთრი ჭაღარით.
ღელვით დავაცხრობ მხურვალე ტუჩებს, რომ ანთებული იმათი ალით კვლავ დავუბრუნდე ტფილისის ქუჩებს.
მათი არყოფნა მომყვება დარდად... დავხედავ თეთრად დაფენილ ტფილისს, და თან ჩავყვები ფიქრების ბარდნას. |