მერცხლის ფრთების მოიმედეს გაზაფხული მომივიდა, ვუცქერ ნუშებს, ატმის ყვავილს და მზეს - ლომის თავივითა.
ჩქარა, ბოძი - ცისარტყელის დასარჭობლად! მოერიდე, ნუ შეხედავ მახათის მთას ნასახრჩობლარს.
გინდაც იდგეს სახრჩობელა, რადგან მთები და ბაღჩები ჩახჩახებენ მზეში - ყველა.
ირმის რძეზე თეთრი არის და თბილისის ძველ ქუჩებში დატკბილდება ხეტიალი.
აქ ყოველწლივ მეორდება და ლამაზი, მთვარისპირა, ხეივანში მელოდება... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |