თბილისო, ჩვენო თბილისო, გიჟღერდეს ფეთქვა გულისა, პირს დაიყარე ვარდები ათასი გაზაფხულისა!
ჩვენო ლამაზო, მზიანო, თბილისო, ჩვენო თბილისო, ახალ დიდების ზიარო!
ჩვენი ემბაზი მტკვარია, თბილისი სიცოცხლე არი, სიცოცხლეც მისგან მტკბარია!
ნაშენი ზღუდე გავლია, ხმლით სიკვდილს მიჰგებებიხარ, სისხლით გზა გაგიმტკავლია!
ვერც შეგიცვალეს იერი, ბევრი გიზრდია დამცველი ახოვანი და ძლიერი!
როგორც სამშობლოს მნათობი, ბევრმა დალეწა მტრის რაზმი ძველებურ გოლიათობით.
სანგარის პირას მძინარი, ვეღარ ჩაუვლის შენს ქუჩებს ბევრი ქოჩორა მცინარი!
შენი მზის სუნთქვის ძალები, შენი უკვდავი დიდებით შემოსე მათი ძვალები!
ფეთქვა ხარ ჩვენი გულისა, პირს დაიყარე ვარდები ათასი გაზაფხულისა!
ჩვენო ლამაზო, მზიანო, თბილისო, ჩვენო თბილისო, ახალ დიდების ზიარო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |