კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემს ძველ თბილისსა, ფეროვანსა, კვლავ უბრუნდები...

მიყვარს მტკვრის პირი, დახლართული ვიწრო ქუჩები,

ხშირად სიმღერა გამომითქვამს შაითან-ბაზარზე,

შევჩერებულვარ გაოცებით ნანგრევის კარზე.

ორი თბილისი... ერთი არის ღია წერილი;

მღერის ოპერა, ათამასებს ბავშვებს პერინი,

მთაწმინდის გულსა ჰჭრის რელსებით ფუნიკულიორი

და მოსკოვის ხმას ჩუმად ისმენს რადიო-ყური.

"სასიკვდილოა!" - ავჭალიდან ღმუის "ზაჰესი",

წითელი ჯოხით დაცულია ქუჩების წესი,

შოთას პროსპექტზე წინ და უკან გარბის პორტფელი,

ქალებს ატყუებს ძველი ძონძით ამერიკელი.

აფთიაქივით გაწმენდილნი, დგანან ბაღები,

ზარით და ზურნით იყიდება რზე და ნაღები,

რკინა-ბეტონით იმოსება "ცის დამფხაჭვნელი",

გოლანდიელად იხედება ყველა რაჭველი...

ძველი თბილისი... ოქრომჭედლის ბნელი დუქანი,

ყურანის სიტყვით კურთხეული ძველი ხანჯალი,

და მარგალიტი, საოცნებო ხილის მარცვალი...

ყაზახის ნოხზე ყალიონს სწევს ბრძენი სპარსელი,

ფერმკრთალ ხელებში იგრიხება ჩიბუხის გველი...

მისთვის ერთია: რიზა-შაჰი, თუ კომისარი,

დიდი სპარსეთი თუ თბილისის შაითან-ბაზარი.

სადღაც სარდაფში ქეიფია ყარაჩოღული, -

ხელადით ღვინო, ბატკნის მწვადი... და კარგი გული...

თამადა ბრძანებს: "გაუმარჯოს ლამაზ ჩიტუნას,

რომელიც რომა შეიყვარებს ჩვენ ძმა ჩიტუას"...

საღამო არის... ანჩისხატში ზარებს რეკავენ,

და დაქანცულნი ხელოსნები დუქნებს ჰკეტავენ...

აგერ ფაჯრიდან გამოშუქდა მკრთალი ლამპარი,

და ძველ თბილისსა მოეფინა ძველი ზღაპარი...

მსგავსი თემები