მთვრალო თუშებო, ცაო პირქუშო, კოშკებო! წარსულის სიზმრად იქეცით, რა დამრჩენია სახლს მივაშურო, მომწყინდა თქვენთან, ვეღარ გიცქერით.
შენც ხომ გაურბი მწვანე ნაპირებს, შენც მიუყვები დინებას დაბლა, და გადაქცევას ლურჯ ზღვად აპირებ.
ცხვრის ფარა - დაბნეულ გამვლელთა ჯოგად, მე მომენატრა ჩემი ქალაქი, ეი, ქუჩებო, გამარჯობა! |