კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

მეხუთე გაკვეთილი დაეთმობა ნასწავლი სიტყვების განმეორებასა და განმტკიცებას. ეს სიტყვებია: „ხე“, „მზე“, „ჭა“, „ია“, „ჩაი“, „რძე“ და „კუ“.

დაფაზე აწყვია ან მიმაგრებულია სურათები. მაგიდაზე არეულად, გადაბრუნებულად აწყვია სიტყვები.

თითოეულმა ბავშვმა უნდა აიღოს ერთი (ან რამდენიმე) ბარათი, წაიკითხოს სწორად და დადოს შესაბამისი სურათის ქვეშ.

შემდეგ პირიქით მოხდება განლაგება. დაფაზე გაიკვრება ნაწერები, მაგიდაზე კი დაეწყობა ნახატები. გამოძახებულმა ბავშვმა ნაწერებს უნდა მიუწყოს სწორად შესაბამისი სურათები.

მომდევნო ეტაპზე პედაგოგი დაფაზე დაალაგებს (ან მიაკრავს) სურათებსაც და ნაწერებსაც, მაგრამ არეულად, არასწორად. გამოძახებულმა ბავშვმა უნდა შეძლოს სწორად მოათავსოს სურათები და ნაწერები ერთმანეთის ქვეშ.

ასე გაამეორებინებს მასწავლებელი ბავშვებს რამდენჯერმე, სანამ ყველა მათგანი არ შეძლებს დავალების შესრულებას.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განსამტკიცებელი მეცადინეობის განმეორებაც.

სახელმძღვანელოში სამუშაო მიეცემა მთელს ჯგუფს: წაიკითხონ თითოეული ნაწერი (ტექსტი), მოძებნონ მათი შესაფერისი ნახატი და შეაერთონ ისინი ისრით ან თითით.

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფო კითხვა - მეხუთე მეცადინეობა - ჩაი

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფო კითხვა - მეხუთე მეცადინეობა - რძე

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფო კითხვა - მეხუთე მეცადინეობა - ია

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფო კითხვა - მეხუთე მეცადინეობა - კუ

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფო კითხვა - მეხუთე მეცადინეობა - ხე
ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფო კითხვა - მეხუთე მეცადინეობა - მზე
ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფო კითხვა - მეხუთე მეცადინეობა - ჭა


მზე ხე ჭა ია

რძე კუ ჩაი

მსგავსი თემები