შენ გესმის მუდამ ჯადოსანი ხმა შორეული. სურნელოვანი შენში თითქო ვიღაცა მოჰკლეს ორეულების მასკარადზე სიზმარეული მალვით გინიშნავს შენი ცალი პაემანს მოკლეს. მაგრამ მის ადგილს შეეყრები მხოლოდ მის მომკელს შიში აგიტანს, გადასძახებ ძველ ემპოდოკლეს. რომ სიტყვით შეჰკრა ეს ქვეყანა გადარეული. უვალ ხრამებში ის მოანგრევს და ბელტავს რიტმებს მაგრამ ხანდახან სარკე ხილვას რომ დაგპირდება, - დაგირბილდება მაშინ შენი სონეტი კვრივი და ულმობელი უცნობისთვის შენც ატირდები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |