სალამი სონეტით
შენს წინ იშლება საქართველოს ჭალათა თასი: შიგ აკვეთილი ბედისწერის მძიმე კვალები, და იღვიძებენ შენში ძველთა შმაგი ხელები, მაგრამ განელებს სილამაზით სიტყვა შოთასი… გარს გეხვევიან ზურმუხტოვან ტყეთა ალები - ენთები ტრფობით ალესილი, თან იალები. და მხრებს გიმშვენებს მოსასხამად ცეცხლის ატლასი. ლოდინით ჰკვეთავ, ავარვარებ ყოველ ალიონს. და როს ნისლებში აიჭრება ტურფა პირიმზე, ხედავ, იქ შორით მოელვარებს თეთრი მხედარი, - ის დაჭრილია, მაგრამ გმირი მაინც მხნედ არი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |