კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თვალ-აბმული, თბილ ოთახში

გალიაში ზის ბულბული,

მოხიბლულა და ჰგონია

ზამთარშიაც გაზაფხული…

წალკოტს ხედავს აყვავებულს,

ვარდებს კოკრად გადაშლილსა;

"იავ-ნანას”, "ვარდო-ნანას”

ჩვეულებითს უმღერს ტკბილსა…

ტანში უვლის ჟრუანტელი,

იქანცება, იწვის დნება…

და ცხადზედაც უტკბესია

მატყუარი ის ოცნება…

სიბერის დროს მგოსანს გულში

შეჰპარვია სიყვარული

ჰიპნოტიურ, ცბიერ ძალით

კრულია და გამსჭვალული…

ხედავს სატრფოს სხივ მოსილსა

ქვეყნის დარად, ზეცის სწორად;

შეჰყურებს და ემატება

სიჭაბუკე ერთიორად…

გულს ჩანგურად აკოპიტებს,

ზე გაუბამს სულის ძაფებს,

და გედივით სიკვდილის წინ

ერთხელ კიდევ შემოსძახებს:

შენ გეტრფოდი, შენვე გეტრფი,

საიმედო ჩემს საფიცარს!

და მხოლოდ შენ ახატიხარ

ამ ჩემს წმინდა გულის ფიცარს…


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები