უარყო თომამ მკვდრეთით აღდგომა, ვეღარ მოეგო მოწაფე მცნებას და, როგორც სხვებმა მოციქულებმა, ვერ დაუმონა გონება გრძნობას... რომ არ სწამთ ქვეყნის მათ მომავალი, დღევანდელ ჯვარცმით გულგატეხილებს საშორსმხვედველოდ არ უჭრით თვალი. მათ წარუდგებათ, ვით ქრისტე თომას, დაიჯერებენ, რაც დღეს არა სწამთ და დაიტკბობენ მწარე გულისთქმას. (თუმც დასაჯერი ჯერ კი ძნელია, რომ სდგება ქრისტე! ის, ვინც სიკვდილით სიკვდილისავე დამთრგუნველია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |