კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვისი მადლობა... რისი მადლობა?!

ნეტავ რა არის სამადლობელი,

როცა უმწეო უმწყემსურ ცხვრებში

დათარეშობდეს მსუნაგი მგელი!

და ან ვინ არის მადლობის მთქმელი?

ვიღაცა ორი თუ სამი კაცი,

ჩინ-ორდენების მაძიებელი,

ბიუროკრატი, ვითომ მამაცი!..

ხალხი იტანჯვის, სტირის, ქვითინებს;

გადაბუგვია სახლი და კარი!...

რა დროს მღერაა, რა დროს მადლობა?

უნდა საქვეყნოდ ისმოდეს ზარი!..

ნამუსს რომ ხდიან ქალებს, შეჰყურებს

მამა - შვილს, ძმა - დას, თავის ცოლს - ქმარი,

თუ ხმა გაიღეს, თანაც მოჰკლავენ,

და მშველელი კი არავინ არი!

ამისთანა დროს, ვინც განზე დგება

და მათ მართალი თავი ჰგონია,

სჩანს, ბუნებითაც ეგოისტია!

გული აროდეს არა ჰქონია!..

და ფუი... იმას, ვინც არად აგდებს

საერთო ვნებას... ამდენ სატანჯველს ...

სარგებლობს მოძმის უბედურებით,

და ის რომ იწვის, მაშინ ითბობს ხელს...

რა დროს მადლია და რისი მადლი?!

რა არის მაშინ სამადლობელი,

როცა უმწეო, უმწყემსურ ცხვარში

გაბატონდება მოსისხლე მგელი?!


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები