ნეტავ ვიცოდე რად ელვარებს მზე ცის წიაღზე, როცა სამყაროს გარს არტყია უკუნი ბნელი, თუ კი ვერ დაჰხევს შავს ავგაროზს, ფენილს ლურჯ თაღზე?!. ნეტავ ვიცოდე რად ელვარებს მზე ცის წიაღზე, სხივთა მფრქვეველი?! და რად მავიწყებს წუთიერად სულის ობლობას, თუ მას მოჰყვება ყრუ ხარხარი დემონიური?!. საგაზაფხულო რად გაისმის ჰანგი ციური,| რად მიშლის გრძნობას?!. და რად მინერგავს უკვდავების აღმამფრენ წყურვილს, თუ კი ცხოვრება მიმაქანებს უფსკრულისაკენ?! სულისა ლტოლვა რად ესწრაფვის მაღლა ცისაკენ, რად მიგზნებს სურვილს?!. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |