კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ეშმაკია, კუდურია,

ყურ-ცქვიტინა და კუდ-გრძელა,

ყველგან, როგორც შინაური,

დაცუნცულებს ნელა-ნელა.

დღიურ შრომით დაღალული

სოფელი რომ დაიძინებს,

ის სოროდან გამოძვრება,

გუნებაში ჩაიცინებს.

აუყვება, დაუყვება

სოფელ-სოფელ ქურდ-ბაცაცა,

მისთვის ბნელიც ნათელია,

მოიღრუბლოს გინდა ცაცა.

თუ ფრთოსანი სადმე ვისმე

დაუმწყვრევლად დარჩენია,

სუნს აიღებს და მიაგნებს...

არც შიშობს და არც რცხვენია.

უფრო ქათამს ემტერება,

ჩამოიყვანს მაღლით ხითა,

გაჰყრონჭავს და იქვე გუდავს,

რომ არ გასცეს კრიახითა.

მერე იგდებს პირში მის მსხვერპლს,

სოროსაკენ ეშურება;

თუ მარტოა გარეთ შესჭამს,

თუ ბარტყი ჰყავს - შიგნივ ძვრება.

მეორე დღეს პატარძლები

იკეთებენ იმითი გულს,

რომ სწყევლიან და ჟუჟავენ

იმ ეშმაკს და შეჩვენებულს.

სოფლელებიც ბანს აძლევენ,

თავს უქნეკენ მელას ყველა,

მაგრამ სოფლის მითქმა-მოთქმას

რას დაეძებს კუდა-მელა!?


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები