კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მელაზედ ბევრად დიდია,

არა ჰგავს წუპაკ ტურასა;

შორიდან ვერც კი გაარჩევთ,

მგელს ხედავთ თუ რუხ მელასა.

კისერი გაშეშებია

პირღია მაწანწალასა;

წუთში გადირბენს მთას და ველს,

არ ატანს მუხლებს ძალასა.

მაგრამ თუ ალღო აიღო,

შენიშნა სადმე ცხვრის ფარა,

სულს იცემს, შორი ახლოსა

მიიმალება ის ჩქარა.

და უცდის ღამეს... ბნელ ღამეს,

რომ მიეპაროს ქურდულად

და დაეძგეროს არჩეულს

მისგანვე მსხვერპლად შურდულად.

მარჯვედ მოიგდებს კისერზედ

უცბად გაგუდულ ბატკანსა;

არც ეპუება ყეფასა

და არც მეცხვარის ქაქანსა.

მირბის და მიაქვს ნადავლი,

ძუნძულ-ძუნძულით მსვლელია!..

კიდევ კარგი, რომ არ არის

ეშმაკი, როგორც მელია.


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები