მე დავრჩი მარტო ჯვარედინ გზაზე... და მოველოდი ჩემზე მძლეს უფრო: ის არ მოსულა... მოვა ჩემს ხმაზე... მინდა შევესწრო და ლხინს ვესუფრო! სიცარიელის ამოსავსებად; ჩემებრ შეამკობს სიბრძნის სამოსი, მძებნელს გარდაჰქმნის თავის მსგავსებად. ჩამოჰკრავენ სულის კარებს; ბრწყინვალება ჩაუქრებათ ნიღაბებში შემკულ მთავრებს. არავის არ მიიკარებს სხვა რად უნდა? მასთან არის, რაც კაშკაშებს, მოელვარებს. ტანჯვის დემონი ედგება მხარში, მის სულს ჩაჰხედავთ და გაჰფითრდებით; ჩემს შემდეგ მოვა სიძე ბატონი, თავის პატარძალსაც მოუფრენს რაში დიდ სასახლეში შევლენ მარტონი. სიმებ დაწყვეტილს, მტვერმოკიდებულს; ის ახალგაზრდა იცნობს იქ წარსულს და ცრემლს დააფრქვევს გულზე მუდებულს. იქ მივა... პორფირს შენ მოგაბარებს, მას მუხლს მოუდრეკს, ვინც მე აღვძარი, ლოცვას სევდიანს შემომაპარებს. თავდავიწყება, ჩემი ბურანი, ახ, მას კი რარიგ დაუღამდება... არც ცხენი ელის და არც ქურანი! ძველი კერპები არ აღადგინოს მაშინ იქნებით თქვენ ყველა სიზმრად.. ქრისტეს მონები თაყვანს სცემთ ნინოს! |