გული წაიღო იმან - ისევ უმწეო დავრჩი, როგორც ფოთლების წვიმა და ფერმიხდილი ბავშვი. ჩემი სიჩუმის დედა, როცა უღონო წამებს შეშინებული ვხედავ. ახალ ზმანებას ხვდები... მინდა სიცოცხლის იქით გადაფრენილი დები. ლურჯი წუხილი ბედზე და შემოდგომის ქარით სხვა მოგონებას ვეძებ. მელანქოლიის ბაღში: სასომიხდილი, ჩუმი და უცნაური ბავშვი... |