კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ფართო ეზოა... მაღალ ჭადრის ქვეშ

ხავსით დახრული დგანან ლოდები,

იქვე ტირიფი ღელეში ვარსკვლავთ

ეალერსება გრძელი ტოტებით.

თბილი ბინდია... სადღაც ჭრიჭინა

არავინ იცის ვის ედავება,

და შეუმჩნევლად ფერმძინარ იას

თავზე ადგება მთვარე ვეება.

სძინავს სოფელს და სძინავს ნიავსაც,

ცვრიან ფოთლებზე ნარინჯის ტყეში

და მხოლოდ ფხიზლობს ორი მიჯნური

ბროწეულების ბნელ ორღობეში.

ესვრიან ისარს ერთმანეთს გულში

თითქოს იმ იის მომართულ მშვილდით,

მთვარე კი უვლის მათ ჩრდილს გარშემო

ცბიერ ღიმილით წმინდა და მშვიდი.

მსგავსი თემები