კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

როცა, ჭაბუკი, შენს ოქროს თმას მზეს ვადარებდი,

როცა შენს სახეს მე ოცნებით დავატარებდი;

როს ჩემი სული შენი სულის ბჭეს დაჰკიოდა

და ჩემს სიმღერას ზამბახი და ვარდი სცვიოდა, -

შენი სურვილი ჩემს ოცნებას ეურჩებოდა,

და ჩემი გრძნობა უკუქცეულ ლოცვად რჩებოდა.

ახლა, როდესაც ცრემლით დავსწვი შენი სახელი,

სარკე გავტეხე შენი სახის გამომსახველი,

და არც ცეცხლი მაქვს სიყვარულის სამსხვერპლოსთვისა, -

მოულოდნელად გავიგონე გამოძახილი

შენს ყრუ დუმილში დამარხული ჩემი ლოცვისა.

მაგრამ რომ კიდეც დაფერფლილი აღმეგზნოს ვნება,

მკვდრეთით აღდგომით ჩემი გრძნობა, ვიცი, თვით ივნებს: -

შავ მოგონებად დააწვება აწმყოს წარსული,

ყვავილს ვერ გაშლის მზე ზამთრისა სხივ-გაძარცული,

ლოდ-ქვეშ ნამყოფი სიყვარული ვერ გაიცინებს...

ახლა ვით ქალი მგლოვიარე ჩემი ოცნება

საფლავის ქვაზე თავდახრილი ჩუმად ქვითინებს.

ცრემლით აივსო ჩემი გული და დაზიანდა.

გრძნობა მოსწამლა და დაშრიტა მწარე ნაღველმა.

შავი ჩაიცვა ჩემმა თვალმა, შენმა მნახველმა, -

მე ჩემს ხსოვნაში შენს აჩრდილსაც შავი ჩავაცვი

და ფრთა-მოტეხილს ჩემს გულისთქმას შხამი შევასვი.

როგორც ტირიფი, შემოსილი მტირალ რტოებით,

დიდხანს ვტიროდი მე საფლავთან განმარტოებით,

დიდხანს ვასმევდი სულის ნაღველს მტირალ სტრიქონებს,

დიდხანს ვუმღერე სონეტები მჭკნარ იის კონებს,

დიდხანს ვუცადე ტრფობის გვირგვინს სხივ დაფრქვეულსა,

მაგრამ, ხომ ხედავ, შენს სიყვარულს უცბად წვეულსა,

როგორც ამ რითმას, მეტისმეტად დააგვიანდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები