კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვარ ბარბაროსი, ვარ ხაზარი, ვარ სარაცინი,

რომის კედლებთან ურაგანი და დინამიტი.

ცხელ რუსუდანის მესრისება მე სარეცელი,

დაუბრუნებელ სივრცეების მაღრჩობს ამინდი.

ძველი სისხლები არის ჩემში დარეულები,

(კახეთის მსუქან თეძოების ვწოვე მტევნები).

თავზე მადგან კვირეები მთვარეულები

და პურპურივით მზე მეცემა დაუტევნელი.

რასის ჭრილობებს ტანზე ვითვლი, როგორც ყვავილებს.

ქართლის თავადი და პარიჟის დიდი ტრიბუნი.

მიყვარს დროშები საქართველოს გამოყვანილი

მზე - ჩემი გვარის ლაშქრობაში გათეთრებული.

პოეზიაში, როგორც რუმგმი ჩაყუდებული.

ყველა წვენებში, ყველა შხამში სული ჩავაწე

არტურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული -

მადგამენ გვირგვინს თეიმურაზ და ჭავჭავაძე.

მე ვარ პოეტი, კვირეული ვარ ნიამორი.

შეგვიანებულ ტრამვაების ყრუ „ნევერმორით“!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

მსგავსი თემები