მე არ გიცნობდით ამორძალო, სწორო თამარის, - მაქვს სანანებლად თქვენი სახის უნახველობა, მაგრამ ამბობენ: რაფაელის უნდა ხელობა თქვენს ნამდვილ პორტრეტს, დღეს რომ ვარდი ფარავს სამარის. და როს იგრძენი გშორდებოდა უნაღველობა - გტანჯავდა უხმოთ განწირული ბედის ქველობა და სიყვარული საქორწილო თეთრი ქამარის. და უჩვევ შიშით ვეფარები ქვის მოაჯირებს: მოულოდნელად თქვენს სასთუმალს მოძვრება ჯვარი - და მოგონებით გულდაწყვეტილს დიდხანს გაჩერებს: ქოროღლის ციხე, ტაბახმელა, რუხი კოჯორი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |