მქონდა სოფელი ვრცელი და კოხტა, შემოფარგლული ტყით და ველებით; დავთამაშობდი მჭვარტლიან ქოხთან და მაშინებდა ხშირად გველები. და ბაყაყეთში იდგა კონცერტი, ისე ვუსმენდი ვიწრო სარკმლიდან, თითქო მუსიკა იყო მოცარტის. მსხალი და ვაშლის ვიყავი ტურა: ბევრჯერ ვეკიდე ხის ტოტზე ღილით და მაქანებდა ნიავი მტრულად. და შევიყვარე ქალაქის სული, და დამაქვს ახლა მისი ქარვები: ბრძოლა, იმედი, ეჭვი და წყლული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვარლამ რუხაძის პოეზია |