მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი
რა უსიტყვო ნაღველს მალავს სული, ჩემი მეუფე, სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს, ანდა მის გარეუბნებს. და შრიალით ავივსე, სევდა სულში ჩასახული უკრავს წვიმის კლავიშზე. ჩუმი წვიმის მეზობლად, სულში ჩაჯდა ვით ობობა, სევდის უმიზეზობა. უმიზეზო ნაღველი, არსაიდან რომ არაფრით არის ნაკარნახევი. |