და ვუყურებ დაღალული თვალებით მირაჟების აყვავებულ ბაღებსა, ჭრელ ფერადით ამოხატულს თაღებსა, სულის ლტოლვას შემორკინულს რკალებით... ვერ ჰფარავენ ოქსინონი დაღებსა! რაინდობა ეძღვნათ ჯიბით ლაღებსა, სიყვარული იჩეჩქება ნალებით! მელოტ თავებს ნეტავი სად იფარავთ? გაგვექეცით დაბარგულნი ვალებით?! დასუსტებულ, დამშეულის ძალებით, და ცეცხლს... ეხლა კაცისაგან იპარავთ?!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |