ტიციანის ლანდს
ეს მაშინ მოხდა როცა სინაზე გლოვის ტაძარში მკრთალად შევიდა არავინ დარჩა ყვითელ სცენაზე და სულიწმინდა ჰქროდა ზევიდან. სჩანდა სამრეკლოს უხმო პროფილი. მწუხარე შუქი... მეფე იროდი, ქრისტე მიმქრალი ავადმყოფივით. უღონო გუმბათს მალე გასცილდა. ვიღაც ამბობდა: ო, შემიწყალე... და ხმებს ვუსმენდი უცხო ვალსიდან. და უცნაური ლოცვის ხარება, - უეცრად თავი მე მოვიკალი... ეს უკვე იყო დასამარება. მახსოვს ღიმილი გლოვის ემბლემით. ო, ჩემში მხოლოდ ჩუმი ლანდია და სინანულის ლურჯი ცრემლები. |