კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

აი, მოვიდა გაზაფხული კართან და მღერის,

მხიარულ ქარებს მოაქვთ პირველ იების ფერი.

გათბა ჰაერი და ტყეებში აყვავდა ნუში,

მაგრამ ვერაფრით ვერ გავადნე ყინვა ჩემს გულში.

თითქოს ჩემთან ხარ, მაინც ჩემთან არა ხარ თითქოს,

მე კი, მე შენგან ბრმა სიყვარულს და რწმენას ვითხოვ.

ალბათ ამიტომ არ მასვენებს დროდადრო ეჭვი,

მერე რატომღაც ეჭვისათვის სინდისი მქენჯნის.

ხან მსურს გეფერო, ვით ძვირფას და უმწეო ყვავილს,

ხან მინდა მოგკლა და მერე მეც მოვიკლა თავი.

ქარონის ნავით გადავცურო რომ შენთან ლეთა,

ო, მტერო, და თან მეგობარო უტკბილეს დღეთა.

როცა მიცინი - ერთგულების უსაზღვროდ მჯერა,

როცა მიწყრები - მენისლება რისხვისგან მზერა.

ეჭვი ჩამქრალი ვულკანივით იღვიძებს მყისვე

და ღამღამობით მახვილი ძევს ჩვენს შორის ისევ.

მაინც მიყვარხარ და ველური თაფლივით მათრობ,

შენამდე თითქოს უდაბნოში ვცხოვრობდი მარტოდ.

თან მეშინია უშენობის, თან ჩუმად გლოცავ,

თან ვწყევლი იმ დღეს, შემოხვედი ჩემს სულში როცა.

და მიხმობს, მიხმობს გაზაფხული, მომდგარი კარზე,

და გაკრული ვარ სიყვარულის გაბზარულ ჯვარზე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები