ო, ფერთა ჭკნობავ, სალამი შენდა! აღარა დარჩა ირგვლივ უცვლელი. მეც დამიბრუნდა ნაცნობი სევდა, მსუბუქი, როგორც ვარდის ფურცელი. მთვლემარე კორდთა ხავერდ-ჩითები და თბილ ქვეყნებში გადასაფრენად ემზადებიან უკვე ჩიტები. არც რა დატოვა ძველი წყენიდან, მაგრამ ამ სევდას, ცრემლივით მჭვირვალს უკან მიბრუნებს ყოველ წელიწადს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |