კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მზე აბრწყინებს

ქუჩაბანდებს

ქუჩაბანდში

შუშაბანდებს

შუშაბანდში

შუშა ვარდებს

მუჭა ვარდებს

ბღუჯა ვარდებს

მიყვარს შენი

შუშაბანდი

ზედ შრიალი

ლუშა ვარდის

გაღიმება

შენი სათნო

შორიშორად

მბანგავს

მათრობს

შორიშორად

შორიშორი

შარიშურად

შარიშური

ფერიფერად

ფერიფერი

ფერიფურად

ფერიფური

რად არ გავჩნდი

მეფედ ხანად

მაჰარაჯად

ან სულთანად

რომ წამს შენი

მოგვრა ვბრძანო

თვალჟუჟუნა ლამაზმანო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები