კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ ვით შუქურა ზღვაში აწვდილი,

ინთები, ქრები და კვლავ ინთები,

რომ გაუნათო მგზავრებს მღელვარე

ცხოვრების რთული ლაბირინთები.

შენ უნდა ენთო ყველა ამინდში,

თუნდა გრიგალები წეწდნენ მსოფლიოს,

რომ დაგინახონ უკვე შორიდან

და მოაშურონ ნაპირს მშობლიურს.

ნაპირს, რომელსაც ჰქვია სიკეთე

და ბოროტებით არ იღრუბლება,

ნაპირს, რომელსაც ჰქვია სიცოცხლე,

სიყვარული და თავისუფლება.

ალბათ ძნელია სხვისთვის ნათება,

ზოგჯერ, როდესაც სულში ღამეა,

როდესაც ცრემლით გინდა ტირილი

როდესაც გიჭირს და მოწამეა

შენი ტკივილის მხოლოდ სიზმარი,

არავისთან რომ არ გაქვს საერთო

სულ ერთი წუთით კიდეც რომ ჩაქრე,

მაშინვე ისევ უნდა აენთო.

უნდა ელავდე, როგორც შუქურა,

იყო მაღალი, იყო საჩინო,

რომ ღამის წკვარამ ოკეანეში

ეული მგზავრი გადაარჩინო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები