იღიმებოდა, ბავშვი უმანკოდ იღიმებოდა, იღიმებოდა და იზრდებოდა... იღიმებოდა - ყრმა გულწრფელად იღიმებოდა, იღიმებოდა სიჭაბუკეც კეთილ ღიმილით; მერე და მერე: სათნოდ, ნაზად, მწარედ, დაცინვით. ყალბად, მაცდურად თავმომწონედ თუ თანაგრძნობით; საწყლად, ამაყად, გაურკვევლად, ურცხვად თუ მორცხვად (ათასგვარია მოწიფული კაცის ღიმილი) ხან კი, რაც მეტად სამწუხაროა, ბოროტ ღიმილსაც გამოურევდა. იღიმებოდა ძე ადამისა, მთელი სიცოცხლე იღიმებოდა, რომ აღბეჭდოდა ბოლოს სახეზე გაკვირვებული კაცის ღიმილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |