აქეთ ყელს რად ვიღერებდი, ამ ტყისპირას რა მინდოდა?! გახსენება იმ დღეების, - ზეობა და ამინდობა; სიხარული იყო ბევრი, წყენაც, მაგრამ ძალზე ცოტა. ირგვლივ ენთო მზე თებერვლის, წრფელი გული გულსა ცნობდა... ექო ძველი სიმღერების დღეს ჩემამდე აღწევს ოდნავ. |