ერთს მივუმატოთ ერთი - უდრის, ცხადია, ორს! ცხენს მივუწვინოთ ვირი - ხანდახან უდრის ჯორს! შტერს მივუმატოთ შტერი - უდრის პასკვილანტ წყვილს! კაცს მივუმატოთ ქალი - ხანდახან უდრის შვილს! ქალს მივუმატოთ ქალი - უდრის ლესბოსურ წყვილს! ნესტო და ნესტო უდრის ერთ სურდოიან ცხვირს! გემს მივუმატოთ გემები - უდრის, ასე ვთქვათ, ფლოტს! კაცს მივუმატოთ არაყი - ხანდახან უდრის ლოთს! ერთს რას ვამრავლებთ ერთზე - მივიღებთ ისევ ერთს! მამა, ძე, სულიწმინდა - უდრის ჩვენს იმედს - ღმერთს... კაცს მივუმატოთ დაღლა - უდრის რატომღაც ძილს... ძირს სიკვდილიც და ძილიც! ძირს! ძირს! ძირს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |