წუთით წარმოვიდგენ, თითქოს გავჩნდი უსასრულოდ ცივი და მკრთალ არსებობას მითბობს სხვისგან ნასესხები სხივი. შორით შენნაირად თუ მჭვრეტს, ალბათ უსასრულოდ მცირე ვგავარ უმარტივეს უჯრედს. წუთით ჩამომხედე სულში, ეგებ სასწაულად ნახო, რაც ვერ შეიგრძენი გუშინ. როცა ოკეანედ მაქცევს, ვშფოთავ ცხრაბალიან ძალით, ვამსხვრევ წარმოდგენილ ანძებს. ვხდები უსასრულოდ დიდი, თითქოს ჟამთარბოლას ვძლიე და შენ ხელაღებით მყიდი. მე ვარ მთვარესავით ცივი და მკრთალ არსებობას მითბობს სხვისგან ნასესხები სხივი, როგორც გაელვება სიზმრის, სანამ უსასრულო ჟამი უსასრულობაში მისვრის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |