არ მაქვს სტაჟი ძველი, არც სწავლის მაქვს ნიჭი არც ენა მაქვს გრძელი, ვარ უბრალო ბიჭი. არც მიყვარს თამაში, თუ რომ მომცა დრომა ვარგვარ მხოლოდ სმაში. ვარგვარ მოლხენაში, არ მყავს ამხანაგი შავი ღვინის სმაში. დავდგე სავაჭროში, ფული ვიღო ოხრად ასეთ ქესატ დროში. აღარც ორატორად, მსურს ვიყო ვექილად სხვებთან ერთად, სწორად. არც მილიციელად, დამსვით თუნდ საფიცრად ოთხი ბატის მცველად. არც მთოხნელ, ან, მკელად აღარც ძროხის მწველად, არც ტურად, ან მელად. ვინ მიხვდება აბა, დილას გვიან ვდგები ვით თავადი საბა. შოვნაზეც არ ვზრუნავ არვინ გამაწბილოთ ერთ რამისთვის ვზრუნავ. საქმეს ჯერ ვერ შევძლებ, უქმად დავალ, მაგრამ მუცელს მაინც ვიძღებ. |