ჩემო კახაბერ, ჩემო გულო, თვით ჩემო ჰაზრო, მთლად კახაბერსა დაემსგავსე, ღონე იხმარე! მეტი რა გითხრა, დაგარიგო, თავი გაბეზრო, სამშობლოისთვის სულ იზრუნე, სულ იმწუხარე! მე სულ სხვა მინდა გქონდეს ხვედრი და ბედის წერა: მსურს ზედ დააკვდე შენს მამულსა, რომ ის არ მოჰკვდეს, და შემდეგ ხალხმა ქართლოსისამ გიწყოს სიმღერა. მსურის ივერთა დაახსომდეთ კვლავ ეს სახელი და შენი წმინდა შრომა, ღვაწლი ისე არ წახდეს, რომ არ გიწოდონ შენ პირველი მათში ქართველი! |