მიყვარს მთა ამაღლებული, რასაც წყარონი სდიანო, მოჩუხჩუხებენ, ედემსა საგრილობელად ხდიანო. შორს და შორს გამოჩნდიანო და მთაზედ თეთრი ზოლები სურათს ედემად ხდიანო. გვირგვინად შუქნი კრთიანო, და ნაზს მიჯნურად ბურუსნი ყელს მკლავით შემოსჭდიანო. ვარსკვლავთა სხივნი კრთიანო, ველ-ტყიან გორაკეები, რაც კი ბილილებს ზრდიანო. რაც გულს ედემად შლიანო, და სადაც სწრაფი ნიავი დამრწევად იახლიანო. შუბლს ოდნავ დაჰქროლიანო, სადაც ელვასვით ნაწინწლებს თოლები ისროლიანო, სადაც ძლიერი ბუნება გულს სწრაფად გვიხიბლიანო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |