სასიხარულო ბევრი რამ არი: დღეს გაზაფხულმა დაიდგა ტახტი, ლამის შევიხსნა წელზე ქამარი და ვითამაშო ბიჭებთან ლახტი. თვალი შევასწრო სინათლის ჩქერებს, დავრეკო ზარი ვიღაცის კარზე, ცელქი ბავშვივით გავიქცე მერე. შორს გადავაგდო ქუდი ახლავე, მერე ჯანდაბას, თუ დამცინებენ, თუ გამკილავენ, თუ დამძრახავენ... დღე დაემგვანა ნაზ მანდილოსანს, ზეცამ ცრემლები უნეტარესი, ნეტავი, მალე დამადინოსა... ვაშლის ტოტებზე აფეთქდეს კვირტი, იქნებ აპრილმა გამინახევროს დაუწერელი ლექსების ტვირთი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |