ფოთლები სცვივათ ალუბლის ტოტებს, ნელა ყვითლდება ხასხასა მოლი; მე კი ვოცნებობ დღეებზე, ოდეს იქნები ჩემი პატარა ცოლი. და თეთრ სახეზე დაგაყრის ჭორფლი, მარადისობა იფეთქებს შენში და დაივანებს ალერსი მშობლის. მოგძებნის დედის სახელი ტკბილი, ჩვენთვის ლოდინით გავა მეცხრე თვე, აგვიტირდება ბინაზე ჩვილი. იყუჩებს ჩვენი სისხლი და ხორცი, როდესაც მისკენ გადაიხრება, ეგ შენი ორი პატარა ბორცვი. ის თუმცა თითებს წამავლებს თმებზე, დამიხევს წიგნებს, დაითრევს სუფრას და მაგიდიდან გადაყრის თეფშებს... იქნები ჩემი პატარა ცოლი, ფოთლები სცვივათ ალუბლის ტოტებს, ნელა ყვითლდება ხასხასა მოლი. დაღლილი თუ ვარ, შორიდან მოველ, ნეტარ არიან, ნეტარ არიან, რომლებიც ფერად ოცნებებს ქსოვენ!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |